განცხადება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ

Responsive Image

პერსონალური მონაცემების დაცვა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ეთანხმება ევროპის საბჭოს პოლიტიკას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე სასამართლოს ფუნქციების განხორციელებასთან შესაბამისობის ფარგლებში. 

ევროპის საბჭო მოწოდებულია პატივი სცეს პირად ცხოვრებას. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ პოლიტიკა ეფუძნება გენერალური მდივნის 1989 წლის 17 აპრილის რეგულაციას, რომელიც ადგენს ევროპის საბჭოში არსებული პერსონალური მონაცემების შესახებ დოკუმენტების დაცვის სისტემა. 

ევროპის საბჭოს უმეტესი საიტები არ საჭიროებს პერსონალურ ინფორმაციას, გარდა გარკვეული შემთხვევებისა, ონლაინ-მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევებში, ინფორმაცია მუშავდება ქვემოთ აღწერილი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.

Responsive Image

კონფიდენციალობა


როდესაც მომხმარებელი უკავშირდება გვერდს, მისი გარკვეული მონაცემები, როგორიცაა ციფრული ინტერნეტ-მისამართი (IP), ნავიგაცია გვერდის ფარგლებში, გამოყენებული პროგრამული საშუალება, გვერდზე გატარებული დრო და სხვა მონაცემები ინახება ევროპის საბჭოს სერვერებზე. ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება. აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა, გვერდის მოხმარების სიხშირის ანალიზის მიზნებისთვის.

ევროპის საბჭო არ არის პასუხისმგებელი მოცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე - პოლიტიკის ეს განაცხადი ვრცელდება ევროპის საბჭოს ყველა ვებ-გვერდზე.  

Responsive Image

მომხმარებლის სერვერთან მიმართვის წინა ისტორია


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ HUDOC-ის ინტერნეტ-გვერდიიყენებს ასევე მიმართვის წინა ისტორიას, რათა:

  1. დაიმახსოვროს გაფართოეული ძიების ფანჯრის პოზიცია (მაგ.: ღია ან დახურული)
  2. დაიმახსოვროს დოკუმენტების კრებულების, ფილტრის, საკვანძო სიტყვებისა და უფრო მეტი ფილტრების სექციების პოზიცია ეკრანის მარცხნივ.

თუ თქვენ არ გნებავთ ამ ფუნქციის გამოყენება, თქვენი ბრაუზერი შესაძლებლობას მოგცემთ გამორთოთ იგი. აღნიშნულის განსახორციელებლად მიმართეთ თქვენს ბრაუზერში ,,დახმარების’’ მენიუს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენთვის შესაძლებელი არ არის ნება დაგრთოთ თქვენი პარამეტრები თან ატაროთ თქვენს ბრაუზერებსა და მოწყობილობებზე, ამდენად თქვენ დაგჭირდებათ შეცვალოთ ეს პარამეტრები ყველა იმ ბრაუზერზე, რომელსაც გამოიყენებთ.